"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ მცველ ჟერარდ პიკეს შეიძლება "ბარსელონას" დატოვება მოუწიოს.
გამოცემის ცნობით, ორი კვირის წინ "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი პიკეს შეხვდა და უთხრა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად უკვე აღარ თვლის; აგრეთვე, ყურადღება მის ხშირ ტრავმებზე, ცხოვრებაში ყურადღების სხვა ფაქტორებზე გადატანასა და მაღალ ხელფასზე გაამახვილა, რის გამოც გუნდისთვის მძიმე ტვირთი გახდა.
თავად პიკეს "ბარსაში" დარჩენა უნდა და ამისათვის მზადაა ანაზღაურების შემცირებას დათანხმდეს.
თავად პიკეს "ბარსაში" დარჩენა უნდა და ამისათვის მზადაა ანაზღაურების შემცირებას დათანხმდეს.