წყაროს ცნობით, ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა ბრაზილიელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.
ინფორმაციას სარწმუნოს ხდის ის ფაქტიც, რომ "ვალენსიას" ახალ მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოსა და ლეონარდოს ახლო ურთიერთობა აქვთ, რადგან "მილანში" თანაგუნდელები იყვნენ.
შეგახსენებთ, "ვალენსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი იცავს.