"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდის ტაქტიკური სქემა გააკრიტიკა:
"როგორც ნიდერლანდელი, მე თამაშზე ზეგავლენას ვცდილობ. თუ 3 ცენტრალური მცველით (5-მცველიან ტაქტიკაში) თამაშობ, არ უნდა თქვა, რომ დაცვითი ტაქტიკით თამაშობ. ამ სქემით "ბლაუგრანამ" ბოლო თვეებში საუკეთესო მატჩები ჩაატარა, მაგალითად, "ატლეტიკთან" თასის ფინალის შეხვედრა... "ბარსა" წარსულით ცხოვრობს, 4-3-3 ტაქტიკა, "ტიკი-ტაკა"... ფეხბურთი შეიცვალა, ახლა ეს თამაში მეტად სისწრაფესა და ტექნიკურობაზეა დამოკიდებული... წარსულით არ უნდა ცხოვრობდეთ", - განაცხადა კუმანმა.
შეგახსენებთ, რონალდი კატალონიელებს 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ოქტომბრამდე წვრთნიდა, ახლა კი უკვე ცნობილია, რომ
ლეგენდარული ფეხბურთელი ლუი ვან გაალს ეროვნულ ნაკრებში ჩაანაცვლებს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სწორედ ის მოამზადებს.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით