სერიოზული დარტყმა პიკეს რეპუტაციას - მომღერალმა ხალხი დაიქირავა... რისთვის ემზადება შაკირა?!

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, პიკე და შაკირა დაშორების შემდეგ შვილების მეურვეობაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

მომღერალს შვილებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში, მაიამიში წასვლა სურს, სადაც რამდენიმე ოჯახის წევრი, მათ შორის, ორი ძმა და მშობლები ჰყავს, ფეხბურთელი კი ამის წინააღმდეგია.

შაკირა სასამართლოს მოსაგებად მზადაა, ყოფილი მეუღლის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენოს. გავრცელებული ინფორმაციით, მან სხვადასხვა სპეციალისტი დაიქირავა, რომლებიც პიკეს პირადი ცხოვრების ყველა დეტალს, საიდუმლოებებსა და ქცევას შეისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ შაკირა და პიკე ერთად 2011 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ და მათ დაშორების ამბავი
ამა წლის ივნისში გამოაცხადეს. ყოფილ წყვილს ორი შვილი აკავშირებს, მომღერალი კი სპორტსმენზე 10 წლით უფროსია.

alt"პიკე მწერდა, შენი დუნდულები რა ზომისააო და" - სუზი კორტესი "ბარსელონას" მცველზე სკანდალურ ამბავს ჰყვება

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა საჭიროა სპორტულ საიტზე პირადი ურთიერთობების და ცხოვრების გაშუქება ვერ ვხვდები მაგას.ფეხბურთელი ხარ,მოლარე თუ ლაფატკის მუშა ყველას ჩვენი ავ-კარგი გვაქვს.არც პიკეს ფანი ვარ და არც შაკირასი,მაგრამ კარგით რაა...
ჯელა
14:32 04-07-2022
3
ქალური სოლიდარობა შაკირას..
მია
14:08 04-07-2022
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული