"მინდა ერთად იყვნენ..." - შაკირას დედას იმედი აქვს, რომ მისი შვილი და პიკე შერიგდებიან

AutoSharing Option
შაკირას დედამ, ნიდია რიპოლიმ, აღიარა, რომ ბედნიერი იქნება, თუ მისი შვილი და ხერარდ პიკე შერიგდებიან. დაშორების შემდეგ პოპულარული კოლუმბიელი მომღერლის მშობელი ცდილობს მედიასთან თავშეკავებული იყოს, რათა შვილის სენტიმენტალურ გადაწყვეტილებასთან დისტანცია დაიკავოს.

"რა თქმა უნდა, მინდა ერთად იყვნენ" - განუცხადა ნიდიამ Europa Press-ს.

გავრცელდა ხმები, თითქოსდა შაკირამ გადაწყვიტა, რომ შვილებთან ერთად მაიამიში იცხოვროს. ამ საკითხზე დედამ პასუხისგან თავი შეიკავა.

"წარმოდგენა არ მაქვს, ამ თემაზე არ მისაუბრია".

რიპოლიმ თავის მეუღლეზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობს:

"ის
აქ არის. ღმერთის მადლით, დღითი დღე უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ კლინიკიდან თვის ბოლომდე გამოწერენ".

მამის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხარო ამბავს შაკირა "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა.

"შენ ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომა გვასწავლე. ამჯერად ჩვენ ვიცით, რომ ამას შენ თვითონ გააკეთებ", - წერს ვარსკვლავი.

დასასრულ კი, როგორც Informalia იტყობინება, მომღერალი მზადაა "ბარსელონას" ცენტრალურ დამცველს აპატიოს და შეურიგდეს.

შეგახსენებთ, შაკირა და პიკე რამდენიმე კვირის წინ ღალატის გამო დაშორდნენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ არ უნდა პიკეს მე შევურიგდები შაკირას:))
ტიტუ
15:22 14-07-2022
0

სიახლეები პოპულარული