"როსონერიმ" "სამეფო გუნდს" 25 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა "ბლანკოსმა" ეს წინადადება იუარა, რადგან ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
გასულ სეზონში მარკომ ყველა ტურნირზე 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.