"ბარსელონა" ბრაზილიელში 68 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლიდსის" გარემარბი რაფინია, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

"ბლაუგრანამ" ჩრდილო-ინგლისურ კლუბს შეთავაზება უკვე გაუკეთა და გორჯიები წინადადებას დათანხმდებიან.

"ლიდსი" 58 მილიონ ევროს გარანტირებულად მიიღებს, თუმცა 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ჩრდილოელებს, ბონუსების ჩათვლით, 68 მილიონის მიღება შეეძლებათ.

მოლაპარაკებები დამამთავრებელ ეტაპზეა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში რაფინიამ 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ვიცი ლაპორტა სულ წუწუნებს, ფული არ მააქვსო და საიდან მაყუთი?
0
ისე კი მაგარი შენაძენია...თუ მოერგო ბარსას..ვუყურე მაგის ვიდეოს...სასწაულად ტექნიკური ფეხბურთელია
კიეზა
22:29 12-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული