ხელფასი 40%-ით შეუმცირდა - დემბელე "ბარსელონაში" დარჩა
AutoSharing Option
"ბარსელონამ" გუნდის თავდამსხმელ უსმან დემბელეს კონტრაქტი 2 წლით, 2024 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგის ხელფასი 40%-ით იქნება შემცირებული.
დემბელე "ბლაუგრანას" ფორმას 2017 წლიდან მოყოლებული ირგებს. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.