გადაწყდა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის 50 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მალე "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს. კლუბებმა ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

"ბაიერნი" ტრანსფერში 50 მილიონ ევროს მიიღებს, პოლონელი კი "ბარსელონასთან" ხელშეკრულებას ამ უქმეებზე 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ლევანდოვსკის კატალონიურ გუნდში გადასვლა უნდოდა და კატეგორიული უარი განაცხადა "ჩელსისთან" და პსჟ-სთან მოლაპარაკების წარმოებაზე.

გასულ სეზონში მან "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უმადურო,ლაპორტა ეგ დამპალი თავი შეგირცხვეს! ლეო მესი გაუშვი (ეხლა არ დაგვიწყოთ რაღაც სისულეელების მოყოლა, ჭერიო" და ესეთები) რომელმაც შენს მოთრევაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ შენ დაუფასე? მესი "უშლიდათ" თურმე ხელს "ახალი ერის" დაწყებაში და აგერ 34-ი წლის ლევანდოვსკი კი მოყავთ?! მაინტერესებს ვინც მოყავთ, ხელფასს ლაპორტა თავისი ჯიბით გადაუხდის?
იბრაგიმოვიჩიც, მოგეყვანათ არ ჯობდა?
16:07 16-07-2022
0
ერთი რამე მიკვირს ძაან...მესის შესანარჩუნებლად ბარსას კაპიკი არ ქონდა თურმე..და ეხლა ვინც მოინდონა ბარსაში თამაში ყველას როგორ ყიდულობს ლაპორტა...დემბელეს კონტრაქტი..აქეთ რაფინია..ლევანდოვსკი ...გუნდის ისტორიაში ნამდვილი ასი ...ასე სამარცხვინოდ გაუშვეს...
კიეზა
13:03 16-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული