"ბარსელონამ" "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი 50 მილიონ ევროდ შეიძინა და 3+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
33 წლის პოლონელი გუნდს დღეს ამერიკულ შეკრებაზე შეუერთდა. კატალონიური კლუბი მემფის დეპაის სთხოვს, ახალწვეულს თავისი 9-ნომრიანი მაისური უკეთესად გაყიდვის მიზნით გადასცეს.
ლევანდოვსკის სასტუმროს ფოიეში კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიესალმა, შემდეგ კი რობერტი სადილობისას ახლ თანაგუნდელებს შეხვდა.
"ბარსას" ლევანდოვსკის შეძენა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მიულოცა.