"ბარსელონა" ვალებში იხრჩობა, ძვირადღირებულ ფეხბურთელებს კი ყიდულობს

AutoSharing Option
ესპანური მედიის მტკიცებით, "ბარსელონას" საერთო ჯამში მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, თუმცა ამ დროს გუნდის ძვირადღირებული ფეხბურთელებით გაძლიერებას ახერხებს.

"ბარსა" ცდილობს პრობლემურ პოზიციებზე დაიმატოს მოთამაშეები - 50 მილიონ ევროდ უკვე შეიძინა "ბაიერნისგან" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და კატალონიური "სპორტის" ცნობით, "სევილიას" ცენტრალურ მცველ ჟიულ კუნდესაც მალე გადაიბირებს.

23 წლის კუნდეს "ჩელსიში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ბარსელონამ" "სევილიას" უფრო მომგებიანი წინადადებით მიმართა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, დაითანხმა კიდეც. დავაკონკრეტებთ: ლონდონელები მზად არიან 65 მილიონი სამ ტრანშად დაფარონ (პლუს ბონუსები), "ბარსელონამ"
კი 50 მილიონი შესთვაზა და თანხის დაუყოვნებლივ გადარიცხვას დაჰპირდა.

"ბარსას" ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, მაგრამ ამას დღესვე გააკეთებს და ტრანსფერსაც გაჩარხავს.

კუნდემ გასულ სეზონში ლა ლიგის 32 მატჩში 2 გოლი გიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან საფრანგეთის ნაკრების ღირსება 11 შეხვედრაში დაიცვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ქლიავა ლაპორტა, ბართომეუს აკრიტიკებს, ამდენი ვალები დაგვიტოვაო და თვითონ, რომ აქლიავებს ამდენ ფულებს, მაგას რა ქვია?
ლაშა
21:52 23-07-2022
7
ბარსას შეფობამ ისე არ ქნას მომდევნო წელს ტრანში ვერ დაფაროს მაგ ვალიდან და გუნდი სეგუნდა ოთხში არ გაისტუმრონ.
Kaptain esgeso
19:38 23-07-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული