"მარკას" ცნობით, "ბილბაოს" 31 წლის ცენტრალური მცველის ინიგო მარტინესის სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა.
მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევროა, მაგრამ ბასკური გუნდი მზადაა "ბარსას" 50 მილიონად მიჰყიდოს.
მარტინესი "ბილბაოსთან" ხელშეკრულებით 2023 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული და თუ მისი გახანგრძლივება არ ისურვა, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში გაასხვისებენ.
"ბარსა" კარგა ხანი აწარმოებდა მოლაპარაკებას ჟიულ კუნდესთან (სევილია), თუმცა ის დიდი ალბათობით "ჩელსიში" გადავა.