"ნაპოლიმ" სერიოზული დანაკლისი განიცადა - მისი ბომბარდირი კონკურენტ გუნდში გადავა

AutoSharing Option
ბელგიელმა თავდამსხმელმა დრის მერტენსმა "ნაპოლი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რადიო "კის კისს" ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აცნობა, რომ მერტენსთან მოლაპარაკებას აღარ გააგრძელებენ და კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ.

დე ლაურენტისმა 35 წლის მერტენსს სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი უთხრა. ადრე ის "ხელზე" 4.5 მილიონს იღებდა.

Football Italia იტყობინება, რომ მერტენსი სავარაუდოდ "ლაციოში" გადავა.

დრისი "ნაპოლიში" 2013 წელს გადაბარგდა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 397 მატჩში 148 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე გასულ სეზონში სერია A-ში 11
გოლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაპოლი ოთხეულში ვერ შევა წელს. კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ, ჯერ ითამაშოს ფეხბურთი ნაპოლიში მაგრამ არც ის იქნება კარგი როგორც რუბინში იყო ერთ კაცზე ჩამოკიდებული გუნდი.
juve
22:47 23-07-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული