"ბარსამ" "რეალი" რაფინიას სუპერ გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს გამთენიისას, ლას ვეგასში, "ელ კლასიკო" შედგა. ამხანაგურ მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" 1:0 დაამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, უპირატესობას "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

ეფექტური გოლი შემოგვთავაზა გუნდის ახალწვეულმა რაფინიამ, ბრაზილიელმა 27-ე წუთზე შორეული დარტყმით "ბარსა" დააწინაურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტიც, პოლონელი მეორე ტაიმის დასაწყისში ობამეიანგმა შეცვალა.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგაში პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს, მადრიდის "რეალი" კი 15 აგვისტოს "ალმერიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველები ბარსას პრეზიდენტებს და მმართველებს რომ აკრიტიკებენ ხოლმე მაგრად ღიმილს მგვრის. ყველა რომ მაგრად ერკვევა თემებში!
სინამდვილე
13:14 24-07-2022
1
ბარსელონა ლალიგას მოიგებს წელს. ვფიქრობ ლიგაზეც გაიწევს
juve
11:58 24-07-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული