"არ ვაგროვებთ ნაგავს" - "ატლეტიკოს" ფანები რონალდოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა მათ გუნდში "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს შესაძლო ტრანსფერის გამო პროტესტი გამოთქვეს და ინტერნეტკამპანია წამოიწყეს.

"მირორის" ცნობით, "ატლეტიკოს" ფანები სოციალურ ქსელებში პორტუგალიელის წინააღმდეგ ჰეშტეგით #ContraCR7 გაერთიანდნენ.

ერთ-ერთმა ქომაგმა დაწერა: "ეს ჩემს "ატლეტიკოში" არ მოხდება. ჩვენ  ნაგავს არ ვაგროვებთ". მეორემ აღნიშნა: "ეს მხოლოდ "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს არ ეხებათ, ყველა კლუბის ფანებმა უნდა უარყონ რონალდო".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს, რომელიც "მანჩესტერთან" ერთად წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და "ატლეტიკოში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საკუთარი კლუბის და თავის შეურაცჰყოფაა რონალდოზე რომ მაგას იტყვის კაცი.. მთელ ატლეტიკოზე მეტია ეს კაცი თავის კარიერით და ტიტულებით.. სამაგალითო სპორტსმენია და პატივის ცემას იმსახურებს
geo-geo
09:49 25-07-2022
4
მადლობაც სთქვით, მეგა ვარსკვლავი კრიშტიანო როლანდო, თქვენთან გადმოვიდეს!
რაც ათლეტიკოა, ისეთი ნაგავი ფანებიც ყოლიათ!
11:35 25-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული