25 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "ბარსელონადან" წასვლაზე იქამდე აცხადებს უარს, ვიდრე დავალიანებას არ დაუფარავენ.
კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, "ბარსას" დე იონგის ხელფასისა და ბონუსის სახით 20 მილიონი ევრო მართებს და ფეხბურთელი და მისი აგენტი თანხის გადახდამდე მოლაპარაკების წარმოებაზე უარს აცხადებენ.
დე იონგი და მისი გარემოცვა მიიჩნევენ, რომ მისი გაყიდვა მხოლოდ ეკონომიკური და არა სპორტული მიზეზით სურთ. ნიდერლანდელი მზადაა მოუსმინოს შეთავაზებას, ოღონდ პრობლემის გადაჭრის შემდეგ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ