საქმე საგანგაშოდაა - "ბარსელონას" შეიძლება სეზონის შვიდი ფეხბურთელის გარეშე დაწყება მოუწიოს

AutoSharing Option
ლა ლიგამ "ბარსელონას" აუწყა, რომ ახალწვეულთა რეგისტრაციის მოთხოვნებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

კლუბის ამჟამინდელი ფინანსური სიტუაცია ზაფხულში დამატებული ფეხბურთელების (რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ კესიე, ჟიულ კუნდე, რაფინია დიასი და ანდრეას კრისტენსენი) განაცხადში შეყვანის უფლებას არ აძლევს. აგრეთვე თამაშის უფლება არ ექნებათ უსმან დემბელესა და სერხი რობერტოს, რომელთაც კონტრაქტები გაუგრძელეს.

იმისათვის, რათა ამ ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლება მიიღოს, "ბარსას" ფირმა Barça Studios-ის აქციათა 25%-ის გაყიდვა მოუწევს.

ამას გარდა, კლუბს სახელფასო განაკვეთის შემცირება (რომელიც მოცემულ მომენტში დასაშვებ ლიმიტს აღემატება) და
რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მართებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართულ ფეხბურთზე დაწერეთ უფრო მეტი სადაც მართლა საგანგაშოდაა საკლუბო ფეხბურთში მდგომარეობა, თორე ნეტა ისე საგანგაშოდ გვქონდეს საქმე როგორც ბარსას ააქვს. რაც ზურათზე გამოსახულ ფეხბურთელში გადაიხადეს მაგდენი ფული ხუთ წელში ექვს ლიგაში უნდა დაიხარჯოს საქართველოში ჩვენდა სამწუხაროდ.
ქართველი
02:26 06-08-2022
1
მაგაზე გვადარდეთ, თუ ამათ არ დაარეგისტრებენ.
ai dardi?
21:15 06-08-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული