"ბარსელონას" პოლონელმა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ Sport 1-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწილს, რომელშიც ფეხბურთელი თავის გარდაცვლილ მამაზე საუბრობს:
"მამაჩემი ჩემით ძალიან იამაყებდა. ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდა, რომ უმაღლეს დონეს მივაღწევდი. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მაძლევდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ოცნებები უნდა ამეხდინა. ძალიან მენატრება, გული მტკივა, რადგან ჩემი წარმატება "დორტმუნდში", "ბაიერნსა" და ახლა უკვე "ბარსელონაში" ვერ დაინახა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის სადღაც შორს წინა რიგში ზის და ამაყად უყურებს ჩემს თამაშს".
რობერტის მამა 2005 წელს კიბოსთან დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ
გარდაიცვალა.
მომზადებულია barcauniversal-ის მიხედვით