ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა, ბუსკეტსი გააძევეს, "ბარსელონამ" ლა ლიგა გამარჯვებით ვერ დაიწყო

AutoSharing Option
ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონასა“ და „რაიო ვალეკანოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და პირველი ტაიმის დასასრულსა და მეორის დასაწყისში კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს (ალვარო გარსიამ და კამელომ). „ბარსა“ ბევრს უტევდა, თამაში შეცვლაზე შესულმა დე იონგმა და ფატიმ გაამწვავეს, ლევანდოვსკის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ობამეიანგს გატანა ზედ კარის ხაზზე მდგომმა მცველმა კატენამ არ დაანება, კესიეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, 90+3-ე წუთზე ბუსკეტსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მერე მადრიდელთა თავდამსხმელმა ფალკაომ გაიტანა,
მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ბარსა“ 22 აგვისტოს სტუმრად „სოსიედადს“ შეხვდება.

ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 81 104 მაყურებელი
ბარსელონა - რაიო ვალეკანო 0:0
გაძევება: ბუსკეტსი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 8 /
შე ჩემისა! თუ ეს 34-წლის პოლონელი მოგყავდა, რაღას გაუშვით სუარესი და მითუმეტეს მესი?! არაკაცი, რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ესეთი???
laportas
14 აგვისტო 2022 15:03
0
გრანდები ხართ გრანდებიიი..მოვიდა აინტრახტიი
მადრიდისტი
14 აგვისტო 2022 13:47
2
მოვიდა ბარსაააა 0-4.დ.დ.
barca
14 აგვისტო 2022 15:18
3
აღარ ვცემ ბარსას პატივს.როგორ ექცევიან დე იონგს,დეპაის.როგორ მოექცნენ მესის,სუარესს,დანი ალვეშს.ობამეიანგი გამოიყენეს და აღარ ათამაშებენ ლევანდოვსკის გამო.ამასობაში დემბელეს ყველა სურვილს უსრულებენ,თავს ევლებიან.ჩამოწერილი პიანიჩი დაიბრუნეს.რაღა დროს პიანიჩია.ფული არ აქვთ და რამდენი უაზრო ფეხბურთელი იყიდეს,რაღაც ფინანსური მაქინაციებით,თაღლითობით და აფერისტობით.ამ გუნდს მომავალი არ აქვს.ძალიან უმადური გუნდია ხავის თამადობით.ვითომ გრანდობას ცდილობენ,მაგრამ ასეთი ჩამოწერილ ფეხბურთელებში 150 მილიონის გადახდა ვერ მოუტანს ვერანაირ შედეგს ფინანსურადაც და მორალურადაც გაბანკროტებულ გუნდს.
master
14 აგვისტო 2022 10:16
2
მასტერ, მართალი ხარ! მართლაც ძალიან ცუდად ექცევიან ფეხბურთელებს, ყოვლად დამამცირებლად! დემბელემ რომელიც მასხარად იგდებდა ყველას და ყველაფერს, ჩავი ხელის გულზე ატარებს, იმის მაგივრად, რომ გაეშვა გუნდიდან. სუარესის და მესის (მესის, გიჟების და ჭკუა ნაკლულების მეტი ვინ გაუშვებდა? აბა ჭკვიანი პრეზიდენტი, პირიქით ყველანაირად ხელს შეუწყობდა) შემდეგ აღარაფერი მიკვირს! სიმართლე! მეც და ბევრი ჩემი საძმაკაცო ბარსას მაგარი ერთგული გულშემატკივრები ვიყავით, მაგრამ ჯერ სუარესისადმი საზიზღარმა დამოკიდებულებამ, ამიცრუვა გული, ვგიჟდებოდი როცა ვუყურებდი, თუ როგორ ამცირებდნენ ლეგენდას და საბოლოო წერტილი კი, ლეო მესისასდმი, ყოვლად გაუმართლებელმა საქციელმა, ლაპორტას და თანაგუნდელების მხრიდანაც! ისე რომ ლაპორტას "ლოზუნგმა" ყველა ფეხბურთელზე მაღლა, გუნდი უნდა იდგესო, აღარ ჭრის! თუნდაც იმიტომ, რომ გუნდს ქმნიან ვარსკვლავები როგორიც იყო ადრინდელი ბარსა!!!!!!!!! მესის მერე საერთოდ აღარ მიყურებია და აღარც ვუყურებ ბარსას თამაშებს, უბრალოდ აღარ მაინტერესებს.
masteras da .სიმართლეს. / ყოფილი ბარსას გულშემატკივარი/.
14 აგვისტო 2022 13:27
0
გეთანხმები სრულად, მაგრამ რა ქნას ბარსას ერთგულმა გულშემატკივარმა?
საცოდაობაა ამათი ყურება მესის, ხავიესტას და თუნდაც ძველი ბუსკეტსის, ალბას ან პიკეს შემდეგ. აქ მარტო ფეხბურთელების ხარისხზე არაა ლაპარაკი, გუნდი და გუნდურობა იყო ყოველთვის ბარსას (არამარტო) წარმატების საიდუმლო.
მომავალი კი გამოიყურება საიმედოდ (პედრი, გავი, ნიკო, ფატი და ა.შ) მანდაც თუ არ გააფუჭეს რამე
სიმართლე
14 აგვისტო 2022 10:57
0
მე არ მჯერა, რომ ვერ მოუგო! ასეთი თამაშები არ უნდა ტყდებოდეს! ამიტომ, სრულ კრახს ვუსურვებ ბარსას მთელი სეზონი!
გელა
14 აგვისტო 2022 05:07
11
გელა გეთანხმები!
ლაშა
14 აგვისტო 2022 10:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული