ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონამ" და "ჩელსიმ" შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონურ გუნდში გადაბარგდება, მარკოს ალონსო კი - "ბლაუგრანაში".
ამას გარდა, "არისტოკრატები" კატალონიელებს 7,5 მილიონ ევროსაც გადაუხდიან.
გუშინვე გაირკვა, რომ "ბარსელონას" 21 წლის მცველი სერჟინიო დესტი იჯარით "მილანში" გადავიდა.