"სევილიამ" დანიის ნაკრების ფეხბურთელი ინათხოვრა

AutoSharing Option
"სევილიამ" "ნიცადან" 24 წლის ფორვარდი კასპერ დოლბერგი 1 წლით ინათხოვრა, იჯარის დასრულების შემდეგ კი დანიის ნაკრების თავდამსხმელს გამოისყიდის.

დოლბერგი ფრანგულ გუნდში 2019 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა. ის კარიერას სამშობლოში, "სილკებორგში" იწყებდა, შემდეგ კი ამსტერდამის "აიაქსში" გადაბარგდა.

კასპერმა დანიის მთავარი გუნდის მაისური 35 შეხვედრაში მოირგო და 10 გოლი გაიტანა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული