როდესაც მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ნაკლები რჩებოდა, ტრიბუნაზე გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა, თამაში შეჩერდა და მხოლოდ 45 წუთის შემდეგ განახლდა.
„ბარსელონამ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში - 20:2.
„ბარსას“ თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ 6 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მან დღეს გოლის გარდა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დე იონგმა, რომელსაც კატალონიური კლუბი გაყიდვას უპირებდა, 24 თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა.
„ბარსელონა“ 13 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 13 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენში „ბაიერნს“
კადისი. „რამონ დე კარანსა“. 19 530 მაყურებელი
კადისი - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 დე იონგი (55), 0:2 ლევანდოვსკი (65), 0:3 ფატი (86), 0:4 დემბელე (90+2)