ასენსიო ანჩელოტის გაუბრაზდა და მაისური და ბოთლი მოისროლა

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "მალიორკასთან" მოგებულ მატჩში (4:1) "რეალის" ნახევარმცველი მარკო ასენსიო არ ათამაშეს და მან გაბრაზებულმა დატოვა სტადიონი.

ასენსიო დაუფარავად გამოხატავდა უკმაყოფილებას და მაისური და წყლის ბოთლი მოისროლა. ამ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა - "სელტასთან" 8 წუთი ითამაშა.

"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტომ განაცხადა, რომ ასენსიოს გაბრაზება მისთვის გასაგებია და მხედველობაში მიიღებს.

ასენსიოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას ადგილას თამაშობს ვინისიუს ჟუნიორი, რა შუაშია ასენსიო სად უნდა შეცვალოს სკამზე?
რრრ
21:28 11-09-2022
0
მოასვენეთ რაა ხვიჩა სადაცაა ძალიან კარგადაა
dato
22:32 11-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული