ხავი: მინდა "რეალი" საკუთარ ნახევარზე ჩავკეტოთ

AutoSharing Option
"რეალთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ ისაუბრა.

"არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ კლასიკო აღმაგზნებს, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სიტყვა შესაბამისია, მაგრამ "რეალთან" თამაში მომწონს. მიყვარს შეჯიბრი. მსურს ისევ გავსულიყავი ასეთ მატჩებში ფეხბურთელის რანგში. იგივეს ვიტყვი "ინტერთან" შეხვედრაზე. ასეთ მატჩებში შენი დონის ჩვენება გინდა, თუმცა კლასის გამოვლინება მწვრთნელის რანგშიც გინდა.

მოტივაცია მაქსიმალურია, ჩვენთვის ეს ჩემპიონატზე წინ ნაბიჯის გადადგმის შანსია. გვინდა პოზიციურად შევუტიოთ, "რეალი" თავის ნახევარზე ჩავკეტოთ. მასთან სიმწიფის გამოვლინებაც საჭიროა.

ნებისმიერ ფასად გამ
არჯვება არ მინდა. ასეთი ამოცანა არ მაქვს. მიზანი კარგი თამაშით გამარჯვებაა: რათა ინიციატივა ჩვენგან მოდიოდეს, რომ აგრესიულ პრესინგს მივმართავდეთ, მაგრამ გულშემატკივარი შედეგზეა ორიენტირებული და ეს ბუნებრივია", - ციტირებს ხავის "მარკა".

ეს კლასიკო დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა არ ფილოსოფოვდე და არ ბჟუტურებდე სისულელეებს.
ზურა
08:50 16-10-2022
2
ხავი, თქვენი ეპოქის დასასრული მაშინ დაიწყო, როდესაც კატალონიის დამოუკიდებლობა ისურვეთ! ნუ ოცნებობ დროის მანქანის გამოგონებას, მაინც ვერაფერს გახდებით ვერც შენ, ვერც ლაპორტას და ვერც მისი ძმადნაფიცი პუჩდემონი. არავის არ დავუჭერ დედამიწის ზურგზე მხარს, ვინც სეპარატისტულ განცხადებებს გააკეთებს ან განმცხადებელს დაუკრავს კვერს. ჩენთვის პირადად ეს იგივეა, არძიმბას ვუკმიო საკმეველი ან მისი სადღეგრძელო შევსვა. ასე რომ მერწმუნეთ, მალე დამთავრდებით და ისტორიის კუთვნილება დარჩებით. რეალი კი მუდამ თქვენზე ტიტულოვანი იქნება!
ლაშა
13:46 16-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული