ლა ლიგის მე-9 ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 3:1 დაამარცხა.
„რეალი“ 25 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა და 19 ოქტომბერს გასვლაზე „ელჩეს“ შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ 22 ქულით მეორე ადგილზეა და 20 ოქტომბერს „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 62 876 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 3:1
გოლები: 1:0 ბენზემა (12), 2:0 ვალვერდე (35), 2:1 ფერან ტორესი (83), 3:1 როდრიგო (90+1, პენ)