"ევროპის ლიგაზე მიდიხართ!" - "რეალის" ფანებმა "ბარსას" დასცინეს, ლაპორტა მსაჯების ოთახში შევიდა... ელ კლასიკოს შემდეგ მომხდარი მოვლენები

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-9 ტურში "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. რა თქმა უნდა, საინტერესო და დასამახოვრებელი მომენტების გარეშე არც გუშინდელ ელ კლასიკოს ჩაუვლია.

მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო გუნდის" ფანებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, რათა "ბლაუგრანასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის გამო დაეცინათ. 

მოგეხსენებათ, კატალონიელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფიდან სასწაულიღა თუ გაიყვანს, რის გამოც მადრიდელთა გულშემატკივრები სკანდირებდნენ:

"წადით ევროპის ლიგაზე, თქვენ ევროპის ლიგაზე მიდიხართ". 

"რეალის" ფანები ამით არ დაკმაყოფილდნენ და "ბარსელონას" მწვრთნელ ჩავისაც დასცინეს - "ჩავი რჩება", - სკანდირებდნენ მადრიდელები. 

ინფორმაციისთვის, ელ
კლასიკო "ბლაუგრანას" მენეჯერის როლში ჩავისთვის 50-ე იყო. მან გამარჯვებას მხოლოდ 28 შეხვედრაში მიაღწია, ასეთი ცუდი შედეგი კი კატალონიურ გუნდში ფრენკ რაიკაარდის შემდეგ არავის ჰქონია, რომელიც კლუბს 2003/08 წლებში ავარჯიშებდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყო "ნოუ კამპის" ბინადართა პრეზიდენტი ჟუან ლაპორტა, რომელიც ბოლო პერიოდში ამბობს, რომ მსაჯები კატალონიელთა წინააღმდეგ უსტვენენ, ახლა კი სულაც საქმეების გასარჩევად სამსაჯო ოთახში შესულა და ორი საკამთო ეპიზოდის დაზუსტება და განხილვა მოუთხოვია.

არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ როგორ დასრულდა შეხვედრა, მაგრამ ფაქტია, რომ ლაპორტა არბიტრების მუშაობით ბოლო ხანს ძალიან უკამყოფილოა. 

სხვათა შორის, "რეალმა" "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ისტორიული და რეკორდული სერიაც შეაწყვეტინა. გერმანელ კიპერს ლა ლიგაში 636 წუთი არ ჰქონდა ბურთი მიღებული და ეს სერია კარიმ ბენზემამ დაურღვია. ადრინდელი საუკეთესო შედეგი ტერ შტეგენს 500 წუთი ჰქონდა, როდესაც მას ბურთი არ ჰქონდა მიღებული.

alt"რეალმა" "ბარსელონა" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის ბალეშჩიკებო ბარსას დაცინვას გირჩევიათ გამოსავალი იპოვოთ რომ ნეაპოლს ლიგაზე არ გადაეყაროთ თორე მოვა ხვიჩა და ფეხბურთს შეგაზიზღებთ ისეთ დღეში ჩაგყრით
ზაზა
16:17 18-10-2022
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული