SER Deportivos-ს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ "რეალში" დარჩენა გადაწყვიტა.
სხვა ფეხბურთელების მაგალითის მიხედვით ის მიხვდა, რომ "სამეფო გუნდის" დატოვება საუკეთესო იდეა არაა.
მადრიდული კლუბი მზადაა ასენსიოს კონტრაქტის 3 წლით გაგრძელება და ხელფასის მომატება შესთავაზოს, თუმცა პირობები ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს არ აკმაყოფილებს. "რეალმა" პასუხი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა მიიღოს.
ასენსიოს "რეალთან" ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.