ფატიმ შეიძლება "ბარსელონას" დატოვება მოისურვოს

AutoSharing Option
19 წლის ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

გამოცემის მტკიცებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფატი სათამაშო დროით უკმაყოფილოა. ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კლუბი გააფრთხილა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ზაფხულში გუნდის გამოცვლის ვარიანტს განიხილავენ.

"ბარსელონა" ამ საკითხს მშვიდად ეკიდება, ვინაიდან ფატის ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 1 მილიარდი ევროა.

ფატიმ ამ სეზონში ლა ლიგის 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული