"რეალი" "პალმეირასის" 16 წლის თავდამსხმელ ენდრიკის სამსახურით დაინტერესდა.
El Debate-ის ცნობით, ენდრიკმა "პალმეირასთან" ახლახან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააგრძელა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი ევროა. "სამეფო კლუბი" მზადაა ტრანსფერში 35-40 მილიონი გადაიხადოს.
ფიფას წესების მიხედვით, ენდრიკს არ აქვს უფლება, "რეალში" იქამდე გადავიდეს, სანამ სრულწლოვანი არ გახდება, მაგრამ მადრიდულ კლუბს შეუძლია წინასწარი შეთანხმება გააფორმოს, როგორც ეს ვინისიუსისა და როდრიგოს შემთხვევაში გააკეთა.
ენდრიკით აგრეთვე პსჟ-ია დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა უპირატესობას "რეალს" ანიჭებს.