ლევანდოვსკი მოედნიდან გააძევეს, პიკე გვირაბში - "ბარსამ" მაინც გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-14 ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა.

დებიუტში მასპინძლები დავიდ გარსიამ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მსაჯმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ლევანდოვსკი გააძევა. შესვენებაზე გასვლისას „ბარსას“ მცველმა პიკემ, რომელიც სათადარიგო იყო, მსაჯ მანსანოს უთხრა: „შენ საერთოდ იცი, ვის უჩვენე წითელი ბარათი?“ მასთან კამათი გვირაბში გააგრძელა და წითელი ბარათით დაისაჯა. ცნობისათვის, ის კატალონიურ გუნდში აღარ ითამაშებს. მეორე ტაიმის დასაწყისში პედრიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე რაფინიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსელონა“ 37 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 5 ქულით უსწრებს და 31
ნოემბერს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს. „სამეფო გუნდი“ 11 ნოემბერს „კადისს“ მიიღებს და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

პამპლონა. „ელ სადარი“. 21 603 მაყურებელი
ოსასუნა - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 დავიდ გარსია (6), 1:1 პედრი (48), 1:2 რაფინია (85)
გაძევება: ლევანდოვსკი (31)

მკითხველის კომენტარები / 6 /
"31 ნოემბერს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს" - ამას ღადაობაში ჩაგითვლით... :D :D :D
ისე მაინც
11:31 09-11-2022
0
თუ მართლა მსგავსი სიტყვები უთხრა 360 გრადუსით საპირისპირო ადამიანი ყოფილა ფეხბურთელთან შედარებით პირველი ყვითელი არ მინახავს მარა მეორე მისაცემი იყო უკან გაიხედა და ზუსტად ისე ახტა რომ დაჯახებულიყო
ნოდო
07:04 09-11-2022
2

სიახლეები პოპულარული