ორი გაძევება, პენალტი - "ბარსელონამ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-15 ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

გუშინ მასპინძელთა თავდამსხმელ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია შეუჩერეს და მან თამაშის უფლება მიიღო. ამის გამო „ესპანიოლის“ ხელმძღვანელები ისე განაწყენდნენ, რომ პროტესტის ნიშნად მატჩს არ დაესწრნენ. დებიუტში „ბარსა“ მარკოს ალონსომ დააწინაურა. 73-ე წუთზე ხოსელუმ თავის მიერ მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ლაოსმა „ბარსელონას“ ერთი და „ესპანიოლის“ ორი ფეხბურთელი გააძევა, თუმცა კაბრერას წითელი ბარათი გაუუქმა. დარჩენილ დროში კატალონიური გუნდი ბევრს უტევდა, მეკარე ფერნანდესმა გატანა კრისტენსენსა და ლევანდოვსკის არ დაანება და საბოლოოდ
ფრე დაფიქსირდა.

„ბარსელონა“ „რეალთან“ ერთად ლიდერია და 9 იანვარს გასვლაზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 5 იანვარს თასზე სტუმრად „ინტერსიტის“ შეხვდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 88 095 მაყურებელი
ბარსელონა - ესპანიოლი 1:1
გოლები: 1:0 მარკოს ალონსო (7), 1:1 ხოსელუ (73, პენ)
გაძევება: ალბა (80), ვინისიუსი (80)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული