დღეს, 11 იანვარს, საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან.
ჯენარო გატუზოს გუნდი დასავლეთ აზიაში 25-კაციანი შემადგენლობით 9 იანვარს ჩავიდა და მას შემდეგ "ბლანკოსთან" მატჩისთვის ემზადება.
თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართველი მეკარე აღნიშნულ შეხვედრაში დაისვენებდა, რადგან ლა ლიგაში ყველა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, თუმცა, ესპანური Eldesmarque-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი კვლავ გიორგის დაეყრდნობა.
გიორგიმ წლევანდელ სეზონში "ღამურების" შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 3-ჯერ შეინახა.
მატჩი
თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
წყარო: Sport news
აქ უყურეთ