ასენსიო "რეალის" მიერ შეთავაზებული ხელფასით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"რეალი" მარკო ასენსიოსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

ასენსიოს "რეალთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მხარეები მის ოთხი წლით გახანგრძლივებას განიხილავენ და "მარკას" მტკიცებით, უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.

თუმცა ფეხბურთელს შეთავაზებული ხელფასი ეცოტავება და ეს შეიძლება პრობლემა გახდეს.

ასენსიომ ამ სეზონში ლა ლიგის 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული