გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ნახევარმცველ ისკოს "უნიონი" ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებდა, მაგრამ დღეს ბერლინურმა კლუბმა მის სამსახურზე უარი თქვა.
"უნიონის" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ რუხნერტმა განაცხადა, რომ ისკოს აყვანა უნდოდათ, თუმცა ტრანსფერი მათი ფინანსური შეზღუდვების გამო ჩაიშალა.
ისკო "სევილიაში" 2022 წლის აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თავი ვერაფრით წარმოაჩინა და დეკემბერში ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტეს.