ნაჩოს ავტოგოლი, ასენსიოს გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "მალიორკასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში „რეალი“ გასვლაზე „მალიორკასთან“ 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ნაჩომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მასპინძლები დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ვინისიუსმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ ასენსიოს დარტყმული ბურთი მეკარე რაიკოვიჩმა მოიგერია. დარჩენილ დროში „სამეფო გუნდმა“ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და დამარცხდა.

„რეალი“ 45 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 16 თებერვალს „ელჩეს“ უმასპინძლებს. ამ ტურის მატჩს „ბარსა“ დღეს სახლში „სევილიასთან“ გამართავს და „სამეფო გუნდთან“ უპირატესობის გაზრდას შეეცდება.

პალმა-დე-მალიორკა. „სონ მოიში“. 18 258 მაყურებელი
მალიორკა - რეალი 0:1
გოლი: ნაჩო (13, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: ასენსიო (59)

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ,ვალენსიას,ჟირონასთანაც წაუგია,ანგარიშით 0-1.სტატისტიკა ვნახე და მამარდას კარისაკენ,20 დარტყმა ყოფილა,აქედან კარში 8 წავიდა,საიდანაც გიორგიმ 7 დარტყმა მოიგერია.ერთი სიტყვით,კვლავ მარტო იბრძოდა.
სოსო
22:06 05-02-2023
0
ᲐმგარიᲨი გაასწორე ადმინ
რომა
19:33 05-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული