ანჩელოტის პოზიციები "რეალში" შეირყა - პერესი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის პოზიციები შეირყა და შესაძლოა, ის მალე დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლონ.

"სამეფო გუნდის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" მარცხითა და ლა ლიგაში "ბლაუგრანასთან" 8-ქულიანი ჩამორჩენით ძალიან უკმაყოფილოა, თანაც მას თამაშის ხარისხიც არ მოსწონს.

"ბლანკოსმა" ახლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და შესაძლოა, 63 წლის იტალიელის მომავლისთვის ეს ტურნირი ერთ-ერთი გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

8 თებერვალს "რეალის" მეტოქე ნახევარფინალში "ალ-აჰლი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული