"ბარსელონამ" ზედიზედ მეთერთმეტედ გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ვილიარეალს“ 1:0 სძლია.

კატალონიურმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა და ოქტომბრის შემდეგ დაუმარცხებელია.

„ბარსელონა“ 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსანი „რეალი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით ჩამოიტოვა, 16 თებერვალს ევროპა ლიგაზე „მანჩესტერს“, ხოლო 20 თებერვალს პრიმერაზე „კადისს“ უმასპინძლებს.

ვილიარეალი. „სერამიკა“. 21 178
ვილიარეალი - ბარსელონა 0:1
გოლი: პედრი (18)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული