"ერთა ლიგა არავის არაფერში სჭირდება..." - კროოსმა უეფა გააკრიტიკა და სუპერლიგის იდეაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გერმანელმა ვარსკვლავმა ტონი კროოსმა სუპერლიგის იდეას დაუჭირა მხარი და უეფა გააკრიტიკა. 33 წლის ნახევარმცველი ერთა ლიგასაც შეეხო და თქვა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ისეთი ტურნირი შექმნა, რომელიც არავის აინტერესებს:

"ვფიქრობ, სუპერლიგას ვიხილავთ და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ტურნირის იდეა შეიცვალა და განხილვას იმსახურებს. თუ სიტუაციას მთლიანობაში შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ უეფა სულაც არ არის გულშემატკივრებისთვის კეთილგანწყობილი ორგანიზაცია. ამჟამად სუპერლიგა ყველა კლუბის განაცხადების განხილვას აპირებს.

ამ ტურნირზე არ იგეგმება, რომ მონაწილეობა მხოლოდ დამფუძნებელმა კლუბებმა მიიღონ და ისინი მუდმივად იასპარეზებენ.
ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, რომელსაც მართავენ კლუბები და არა უეფა. დარწმუნებული ვარ, იდეა იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შესაძლებლობას.

ხშირად მოსაზრებები მხოლოდ უეფადან მოდის და არის განცდა, რომ არავინ გვისმენს. მათ შექმნეს ერთა ლიგა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და ამის შესახებ მათ კითხვას არავინ უსვამს", - ციტირებს კროოსს AS.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სუპერლიგა არის მკვდრადშობილი იდეა.. ყველა თავისი ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს, უპირველეს ყოვლისა. რამდენჯერ ყოფილა რომ არა-ტოპ ქვეყნის კლუბმა დაამარცხა ტოპ-ქვეყნის კლუბი? აგერ, მოლდოვის გუნდმა მოუგო რეალს მადრიდში. ფეხბურთი არის სახალხო სპორტი და არა მხოლოდ ბობოლების.
ქუთაისელი
13:19 17-02-2023
4
ბოლო ბოლო გამოკითხვა ჩაატარონ UEFA-ში შემავალ ყველა ქვეყნებში და მარტივად დარწმუნდებიან მაგ სუპერლიგის მცდარ აზრში. თუ რამოდენიმე ბობოლა გუნდზეა საუბარი გავიდნენ UEFA-დან და ერთად იყვნენ, თავი დაანებონ მაშინ იმ ''არასასურველ'' გუნდებთან თამაშს. საერთოდ ჩაეხსნან საკუთარ ჩემპიონატებსაც და სულ კარგად იყვნენ. ვნახოთ ვინ როგორგ განვითარდება უერთმანეთოდ.
G.LA
14:29 17-02-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული