"რეალის" მცველმა და ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა ალაბამ საუკეთესოდ არა ბენზემა, არამედ მესი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი და ავსტრიის ნაკრების კაპიტანი დავიდ ალაბა კრიტიკის ობიექტი გახდა.

როგორც გაირკვა, მან FIFA-ს გამოკითხვაში, სადაც 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ავლენდნენ, პირველ ადგილზე ლიონელ მესი გაიყვანა, თანაგუნდელი ქარიმ ბენზემა კი - მხოლოდ მეორეზე.

სოციალურ ქსელში დიდი ხმაურის ატეხვის შემდეგ 30 წლის მცველმა განმარტება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ნაკრებში თავის თანაგუნდელებთან ერთად მიიღო, თავად კი, რა თქმა უნდა, უკეთესად ბენზემას თვლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული