როგორც გაირკვა, მან FIFA-ს გამოკითხვაში, სადაც 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ავლენდნენ, პირველ ადგილზე ლიონელ მესი გაიყვანა, თანაგუნდელი ქარიმ ბენზემა კი - მხოლოდ მეორეზე.
სოციალურ ქსელში დიდი ხმაურის ატეხვის შემდეგ 30 წლის მცველმა განმარტება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ნაკრებში თავის თანაგუნდელებთან ერთად მიიღო, თავად კი, რა თქმა უნდა, უკეთესად ბენზემას თვლის.