"ბარსელონა" ბუსკეტსს კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" მალე სერხიო ბუსკეტსს კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

დღეს ფეხბურთელის აგენტი მარია ორობიჩი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მხარეებმა ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუსკეტსს ამერიკიდან და საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზებები, კიდევ ერთი სეზონი "ბარსაში" დარჩენა სურს. კლუბი მას ოფიციალური წინადადებით ამ კვირაში მიმართავს.

სერხიომ ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონის 21 მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული