ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ჟირონას" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
"როხიბლანკოს" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ 90+1 წუთზე გაიტანა.
25 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" 38 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 19 მარტს, "ვალენსიასთან" ჩაატარებს.
თავის მხრივ, "ჟირონა" 30 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 18 მარტს კი "რაიო ვალეკანოს" ესტუმრება.