Onze Mondial-ი ირწმუნება, რომ "ატლეტიკოს" 32 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს.
გამოცემის მტკიცებით, გრიზმანის გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ეროვნული გუნდის კაპიტანი გახდება.
გრიზმანი აგრეთვე იმედგაცრუებულია, რადგან ნაკრებში უგო ლორისი და რაფაელ ვარანი აღარ ითამაშებენ, პოლ პოგბა კი შემადგენლობაში ვერ ხვდება.