
2 აპრილს ლა ლიგის 27-ე ტურში "რეალთან" 0:6 წაგების შემდეგ "ვალიადოლიდის" მწვრთნელი პაჩეტა გადააყენეს და დღეს მისი შემცვლელის ვინაობა გახდა ცნობილი.
"ვალიადოლიდმა" 2024 წლის ივნისამდე კონტრაქტი ურუგვაელ პაულო პეცონალოს გაუფორმა, რომლის ხელმძღვანელობით "კრუზეირომ" ბრაზილიის სერია B-ში იმარჯვა.
"ვალიადოლიდის" თავკაცის რანგში პეცონალოს დებიუტი 9 აპრილს "მალიორკასთან" მატჩში შედგება.