"რეალმა" "კამ ნოუზე" 95 ათასი მაყურებლის წინაშე "ბარსელონა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

„რეალს“ პირველი შეხვედრა მადრიდში 0:1 ჰქონდა წაგებული, გასვლაზე კი თანაბარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სწრაფი კონტრიერიშისას ვინისიუსის გოლით (თუ კუნდეს ავტოგოლით) დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ტერ შტეგენს ბენზემამ გაუტანა, მერე საჯარიმოში ვინისიუსი კესიემ წააქცია, ხოლო ქარიმმა პენალტი უზადოდ შეასრულა. ბოლოს მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ბლანკოსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ფინალში „რეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

. ბენზემამ ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი, ბოლო 4 შეხვედრაში კი 7 გოლი გაიტანა და 1
საგოლე გადაცემა გააკეთა.
. "რეალმა" "ბარსელონა" 4 გოლის სხვაობით 1995 წლის შემდეგ პირველად გაანადგურა - გასვლაზე 1963 წლის მერე პირველად.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 94 904 მაყურებელი

ბარსელონა - რეალი 0:4
გოლები: 0:1 ვინისიუსი (45+1), 0:2 ბენზემა (50), 0:3 ბენზემა (58, პენ), 0:4 ბენზემა (80)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ერთი რა მაინტერესებს იცით, რომ დაჭამეთ ერთმანეთი რეალის და ბარსას ქართველმა გულშემატკივრებმა, ამ შემთხვევაში კი უფრო რეალის - ან ესპანელი ან კატალონიელი რომელი ხართ? უკეთეს შემთხვევაში 2-3 დღით ხარტ ნამყოფი მაგ ქალაქებში, უმრავლესობას კი თვალითაც არ გინახავთ. იმათ ტავიანთი გუნდებით იამაყონ რა გასაკვირია, აი თქვენ აქ რომ ტავს იკლავთ და ერთმანეთსა და ამ ორ გენიალურ გუნდს შეურაცყოფას აყენებთ ცოტა სასაცილოები ხომ არ ხართ.
არტ
07 აპრილი 2023 15:06
0
არცერთის ფანი არ ვარ,მაგრამ სად რეალის შემადგენლობა ცალკე აღებული ფეხბურთელები და სად ბარსასი.მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგანან ბენზემა და თავისი გუნდელები.
Drogba
06 აპრილი 2023 23:32
0
რეალი სხვა სიმაღლეზეა და კონფერენც ლიგის გუნდთან გამარჯვება ძაან არც უნდა უხაროდეს..
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
06 აპრილი 2023 22:37
1
წინა თამაშში მსაჯი ბარსას მხარეს იყო და ჯარიმებს არ დებდა გუსინ კი რეალის დღე იყო.
soso
06 აპრილი 2023 21:19
2
სიძულვილს და ღვარძლს აფრქვევენ ნახევარზე მეტი რეალის ფანები იმიტომ რომ ბევრჯერ გოუმწარებია ბარსას, 8 კაცს როგორც იქნა მოუგეს მსაჯის დახმარებით და ლალიგას პრეზიდენტის დახმარებით და ეგ არის საამაყო?!
ჰაჰა
06 აპრილი 2023 21:01
11
Es barsas panebi tamashs ukuxma uyurebt an saertod ar uyurebtda mere statistikas uyurebt tu ra gchirt barsas tamashi ar qonda upro chxubobdnen egeni vidre tamashobdnen
Achi
06 აპრილი 2023 14:28
0
მე არცერთის ფანი არ ვარ, მარა წელს თუ რამე სატრაბახო აქ რეალს ბარსასთან არ ვიცი რა, ერთი თამაში მოუგო სეზონზე.
ეეე
06 აპრილი 2023 12:42
36
გიცანით :)
ზურა
06 აპრილი 2023 13:21
0
თუ ნეიტრალური ქომაგის პოზიციით შევხედავთ, ბარსელონა ჯობდა თამაშის კომპაქტურობისა და დინამიურობის თვალსაზრისით. თამაშს კარგად წარმართავდა, კარგად აპრესინგებდა. რეალს მე მგონი დარტყმა არ ჰქონია (ან ერთი) პირველ ტაიმში, ბარსას ბევრი მომენტი ჰქონდა. უბრალოდ რეალმა გაიტანა, თამაში გახსნა ბარსამ და მიიღო გოლები. აქ უფრო გამართლებაზე უნდა იყოს საუბარი. ბარსამ გასატანი ვერ გაიტანა და რეალმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ამ დროისთვის თავისი გააკეტა...ესაა და ეს.
giga
06 აპრილი 2023 12:41
33
სერიოზულათ შევარცხვინეთ შენი ბარსა, ეს არის და ეს, ვითომ პირველად წააგო ამხელა ანგარიშით, ამაზე დიდი ანგარიშებიც გვახსოვს ბოლო წლებში :)
გულშემატკივარი
06 აპრილი 2023 13:23
2
კომენტარებს გადავხედე და შემეცოდნენ რეალის ფანები. ყოველთვის ასეთი ბოღმით და ღვარძლით სავსეები როგორ ხართ :)))))) 6 თამაშიდან 1 მოიგეთ და მისახლს არ არჩენთ ბარსელონას ქომაგებს, სიამაყით თავბრუდახვეულები, ირონიული კომენტარებით ცდილობთ დასცინოთ და დაამციროთ ბარსელონას ქომაგები :)
:D :D
06 აპრილი 2023 11:52
42
ბოლო 6-დან ერთი???
ეგ სტატიაში წაიკითხე ალბათ ხო? :) :) :)
ამ სეზონში ლა-ლიგაზე 3:1 ბერნაბეუზე, 1:2 კამპ-ნოუზე
კოპაზე 0:1 ბერნაბეუზე, 4:0 კამპ-ნოუზე - ეს გამსვლელი ანგარიშია და რეალურად წინა ანგარიშს აბათილებს.
ერთადერთი სუპერ კოპაზე მოიგო გადამწყვეტი თამაში ბარსამ.
სიმართლე
06 აპრილი 2023 17:59
0
ბარსას რაღა დაცინვა უნდა, უეფაზე რო ვერ გახვალ
მეგრელი
06 აპრილი 2023 15:52
0
საწყალი ჩავი...
რაო, გავი მილიარდი აღარ ღირს?!
ახია სეპარატისტულ რეგიონს თუ ასე ემართება!
ბენზემა რომ საფრანგეთის ნაკრებში ყოფილიყო, არგენტინა მსოფლიო თასს ნაღდად ვერ მოიგებდა!
ლაშა
06 აპრილი 2023 11:34
6
კოლო მუანის ის გოლი შეეგდო და რასაც მოიგებდა მესი, იმასაც ვნახავდი. თითო თამაშში გამოწერილი თითო პენალტი კაია ჰო?! არგენტინის ნაკრებში, დი მარია, გაცილებით მაღლა იდგა. ის გამოსირებული მეკარეც და მაკალისტერიც.
ბარჩელონა
07 აპრილი 2023 14:50
0
ბენზემა რომც ყოფილიყო, არგენტინა მაინც მოიგებდა, თუნდაც იმიტომ რო მესი იყო ძალიან მოტივირებული და ძალიან მონდომებული და საერთოდ მთლიანადაც მთელი გუნდი! არგენტინის ნაკრების დევიზი იყო: ერთი სუყველასთვის და სუყველა ერთისთვის! აი მრწმენით თამაშობდნენ ბიჭები და დადეს კიდევაც ბრწყინვალე შედეგი!
ლაშას
06 აპრილი 2023 12:28
37

სიახლეები პოპულარული