"ვილიარეალმა" მადრიდში "რეალს" მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის 28-ე ტურში „რეალი“ სახლში „ვილიარელთან“ 2:3 დამარცხდა.

დუბლი „ვილიარეალის“ 23 წლის ნახევარმცველმა ჩუკვუეზემ შეასრულა.

„რეალი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 12 ქულით ჩამორჩება, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ჩელსის“ უმასპინძლებს, ხოლო 15 აპრილს პრიმერაზე სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდება.

„ბარსელონა“ 10 აპრილს „ჟირონას“ მიიღებს და „სამეფო გუნდთან“ უპირატესობის გაზრდას შეეცდება.

- “რეალის“ თავდამსხმელმა ვინისიუსმა ზედიზედ მეორე სეზონში 20+ გოლი გაიტანა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 57 887 მაყურებელი
რეალი - ვილიარეალი 2:3
გოლები: 1:0 პაუ ტორესი (16, საკ. კარში),
1:1 ჩუკვუეზე (39), 2:1 ვინისიუსი (48), 2:2 მორალესი (70), 2:3 ჩუკვუეზე (80)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთმანეთს კი არ ვადრი, მარა ცოტა უცნაურია რამდენ უცნაურ თამაშს აგებს ეს რეალი, მარა მაინც ყველას სეზონის ფავორიტად მიაჩნია, რაც გასაგებია, ნაპოლიმ კი ერთი წაიფორხილა და ეგრევე ყველამ ჩამოწერა.დ
გფფ
12:05 09-04-2023
0

სიახლეები პოპულარული