41 წლის ხოაკინი კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
41 წლის ნახევარმცველი ხოაკინ სანჩესი კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ "ბეტისი" ვიდეორგოლით იტყობინება: "ხოაკინი მარადიულია. ჩვენმა კაპიტანმა კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება".

ხოაკინი სევილიური გუნდის აღზრდილია, კლუბის სისტემაში 1997-2006 წლებში იმყოფებოდა, შემდეგ "ვალენსიაში", "მალაგასა" და "ფიორენტინაში" თამაშობდა, 2015 წელს კი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა. ესპანეთის ნაკრებში მან 51 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ის ესპანეთის თასის სამგზის მფლობელია.

ხოაკინმა ამ სეზონში ლა ლიგის 15 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული