ვახშამი ყოფილ თანაგუნდელებთან - თუ მესი დაბრუნდება, ალბა და ბუსკეტსი "ბარსელონაში" დარჩებიან

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ლიონელ მესი ოჯახთან ერთად ბარსელონაში იმყოფებოდა. როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მან ყოფილ თანაგუნდელებთან, ხორდი ალბასთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად ივახშმა, რომელთანაც დიდი მეგობრობა აკავშირებს.

მოგეხსენებათ, არგენტინელის "ბლაუგრანაში" დაბრუნების შესახებ დიდი ხანია იწერება. ზემოთ ნახსენებ ორ ფეხბურთელს კი კატალონიურ გრანდში დარჩენა და ლეოსთან თამაში უნდა.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. თუ ის "ბარსელონას" წინადადებას დათანხმდება, ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლეო მესისნაირი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადება! კი წამოვიდა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, თუნდაც ჩვენი ხვიჩა, მაგრამ ლეო, მაინც სხვააა. სიმართლე გითხრათ ლეომ უფრო სხვანაირად დამანახა ფეხბურთი!
გია
14:07 25-04-2023
0
ლეო და ანტონელა, ყველაზე კარგი წყვილი არიან!
ლაშა
14:48 25-04-2023
0

სიახლეები პოპულარული