გაძევება, ავტოგოლი - "ბარსელონამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლა ლიგის 32-ე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „ბეტისი“ 4:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სევილიური გუნდი პირველ ტაიმში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა - ტრავმირებული ლუის ფელიპეს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ედგარ გონსალესმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

. ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე მე-19 გოლი გაიტანა და ბომბარდირია.
. "ბარსამ" 1986/87 წლების სეზონში ჩემპიონატზე დამყარებული 24-მატჩიანი გოლგაუშვებელი სერია გაიმეორა - მაშინ კატალონიური გუნდის კარს სუბისარეტა იცავდა.

„ბარსელონა“ 79 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი „რეალი“ 11 ქულით ჩამოიტოვა და 2 მაისს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“.
88 530 მაყურებელი

ბარსელონა - ბეტისი 4:0
გოლები: 1:0 კრისტენსენი (14), 2:0 ლევანდოვსკი (36), 3:0 რაფინია (39), 4:0 როდრიგესი (82, საკ. კარში)
გაძევება: გონსალესი (33)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული