"ბარსელონაში" 15 წლის იამალის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
15 წლისა და 290 დღის ლამინ იამალი ლა ლიგაში "ბარსელონაში" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

იამალი "ბეტისთან" 32-ე ტურის მოგებული მატჩის (4:0) 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ერთხელ კარში დაარტყა ბურთი და რვა გადაცემა გააკეთა, მათ შორის უსმან დემბელესთვის სახიფათო მომენტი შექმნა.

მთლიანობაში ესპანეთის ჩემპიონატზე იამალი მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე გავიდა. რეკორდი ლუკა რომეროს ეკუთვნის - როდესაც "მალიორკაში" 2019/20 წლების სეზონში ითამაშა, 15 წლისა და 219 დღის იყო.

ყველა ტურნირზე კი "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი პაულინიო ალკანტარაა - 1912
წელს მან 15 წლის, 4 თვის და 18 დღის ასაკში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგრად ითამაშა,ამ ბავშვმა.მწვავე პასებზეა ორიენტირებული და უკვე ახლავე,არავისი მორიდება არ ეტყობოდა.
სოსო
22:26 30-04-2023
1
ამ სულელმა ჩავიმ, ეს ლაწირაკი მესის შეადარა. ჩავი მაგრად გაგვაცინე! ასე გადაეცით ლეოს 10-იანი ფატის და კი ვხედავთ აჩრდილიც აღარ არის. მესისნაირი აღარ იქნება არავინ!
ლაშა
17:31 30-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული